გიორგი გოგუაძე – გლობალური კოალიციის როლი ისლამური სახელმწიფოს (დაეშის) დამარცხებაში
ავტორი: გიორგი გოგუაძე, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი
2019
2014 წლის 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წევრ სახელმწიფოებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ამერიკის მზაობას, ჩართულიყო კოალიციურ ფორმატში და ერთობლივი ძალისხმევით დაპირისპირებოდა დაეშს. ორ კვირაში 40-მდე სახელმწიფომ დაუჭირა მხარი პროექტს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების აქტიური ძალისხმევით კოალიციამ მალევე მიიღო სტრუქტურირებული სახე და განისაზღვრა სამოქმედო გეგმა. დღეისათვის კოალიცია 79 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორის საქართველოს.