სამხრეთ კავკასია – ჩინეთის ურთიერთობები ეკონომიკური განვითარების ჭრილში – მიხეილ უკლება, მამუკა ციხელაშვილი

სამხრეთი კავკასიის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო პროცესმა მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს ურთიერთობების განვითარებას ყველა მიმართულებით რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიცაა ჩინეთი, რომელთანაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან, რეგიონის სამივე ქვეყანა აქტიურად ავითარებდა ურთიერთობებს ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.