“საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები” – ნიკოლოზ რთველიაშვილი როლანდ ბერიძე
უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ვითარდება დინამიურად ხოლო თანამშრომლობა და თავსებადობა ალიანსის ბევრი წევრი ქვეყნის დონეს უტოლდება. საქართველომ, როგორც ნატოს ასპირანტმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მას შესწევს ძალა ალიანსის წევრი ქვეყნის ტოლფასად იმოქმედოს და შეიტანოს თავისი წვლილი მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.
საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი კონკრეტული დროის ჩარჩო. როგორც ჩანს ალიანსი ელოდება გარკვეულ ე.წ. „შესაძლებლობების ფანჯარას“ (window of opportunity), რათა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ვადების თაობაზე, რასაც საქართველო მაქსიმალურად მომზადებული უნდა შეხვდეს.