
„სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინდუსტრია – შესაძლებლობები და პერსპექტივები“ – მიხეილ უკლება, მამუკა ციხელაშვილი
დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, მიმდინარეობს აზერბაიჯან-სომხეთის და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს, როგორც თითოეული ქვეყნის, ისე მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების კუთხითაც. ეს უკანასკნელი მიმართული იქნება რეგიონის ტურისტულ მიმზიდველობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, მის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებაზე, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობის განმტკიცებას, ომითა და პანდემიით გამოწვეული კრიზისების დაძლევას და უახლოეს მომავალში გადააქცევს დიდი პოტენციალის მქონე რეგიონს ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტული დანიშნულების ადგილად მსოფლიოში.