“სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში – ინდექსები, რეიტინგები” – მიხეილ უკლება, მამუკა ციხელაშვილი, ნუკრი თავაძე

დღეს მსოფლიოში შეუძლებელია გახდე კონკურენტუნარიანი და წარმატებული მონაცემთა გამოყენების გარეშე, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებენ კომპანიები, ბანკები, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორი და რომელთა დამუშავებისა და შესწავლის გარეშეც წარმოუდგენელია საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კანონზომიერებებისა და ტენდენციების შეფასება და ანალიზი. ამ კუთხით საერთაშორისო კვლევებისთვის და ანალიზისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინდექსები და რეიტინგები, რომლებიც მოიცავენ გლობალური და რეგიონული განვითარების ყველა ასპექტს.

აღნიშნული ნაშრომი მოიცავს 54 საერთაშორისო ინდექსსა და რეიტინგს, რომლითაც ხდება შეფასება, თუ რა ადგილი უჭირავთ დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გლობალურ სამყაროში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამხედრო, სამეცნიერო და სხვა განზომილებებით, რაც წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს და მიგვითითებს თუ მომავალში, როგორ უნდა განვითარდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რათა გახდეს მსოფლიოში კონკურენტუნარიანი, მიმზიდველი და წარმატებული.