
„სამხრეთ კავკასია და მისი შესაძლებლობები სატრანსპორტო – ლოგისტიკური დერეფნების განვითარების ჭრილში“ – მიხეილ უკლება მამუკა ციხელაშვილი
დღეს სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის, მათი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, გაიხსნა ახალი შესაძლებლობების ფანჯარა, გაჩნდა შანსი და გადაიდგა პირველი ნაბიჯი კასპიისა და შავ ზღვას შორის განლაგებული სტრატეგიული მდებარეობის რეგიონში საბოლოოდ დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ამ კონტექსტში კონკურენტული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელების განვითარება ხელს შეუწყობს დივერსიფიცირებას და ჯანსაღ კონკურენციას. გაზრდის რეგიონის, რომელშიც ცხოვრობს 16 მლნ-ზე მეტი ადამიანი, მდგრადობას და მიმზიდველობას, რაც პოტენციურად ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის, როგორც რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების და კოოპერაციის, ვაჭრობისა და ტვირთნაკადების ზრდის, ასევე მსხვილი ბიზნესის მოზიდვის და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რამაც მთლიანად რეგიონი შეიძლება მომავალში აქციოს მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად.