სამხრეთი კავკასია – ევროკავშირის ურთიერთობები ეკონომიკური განვითარების ჭრილში – მიხეილ უკლება, მამუკა ციხელაშვილი
სამხრეთი კავკასიის რეგიონში და მის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა და გეოეკონომიკურმა მოვლენებმა რეგიონის ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობები წარმოშვა. ერთი მხრივ აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო პროცესმა და თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობამ რეგიონში შედარებითი სტაბილიზაციისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობები შექმნა, ხოლო, მეორე მხრივ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ ევროკავშირის დიპლომატიური და ეკონომიკური ყურადღება და ძალისხმევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისკენ კიდევ უფრო გააძლიერა. ანალიტიკური ნაშრომი მოკლედ მიმოიხილავს სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებს და განიხილავს ევროკავშირსა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს.