შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ზოგიერთი ასპექტი – ნიკოლოზ რთველიაშვილი, როლანდ ბერიძე
1991 წელს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ, შავიზღვისპირეთის ქვეყნებმა, საქართველოსა და უკრაინის ჩათვლით, შეიძინეს ახალი გეოპოლიტიკური როლი, რომელმაც ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები მოუტანა ამ ქვეყნებს. რეგიონსა და მსოფლიოში ბოლო ხანს განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად გაზარდა შავი ზღვის რეგიონის როლი მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში.
ანალიტიკური ბარათის მიზანია მოკლედ მიმოვიხილოთ შავი ზღვის რეგიონში ძალთა ბალანსისა და უსაფრთხოების გარემოს განვითარება ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.