სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და რუსეთის ურთიერთობების ეკონომიკური განზომილება – მიხეილ უკლება, ნუკრი თავაძე

რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, აზერბაიჯან-სომხეთსა და სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესმა შექმნეს ახალი დღის წესრიგი შავი ზღვის რეგიონში. ახალი დღის წესრიგით უფრო მნიშვნელოვანი გახდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთან, რომელსაც უშუალოდ ესაზღვრება რეგიონის ორი ქვეყანა – აზერბაიჯანი და საქართველო.