
აზერბაიჯანი და სომხეთი: გზა მშვიდობისკენ – ნიკოლოზ რთველიაშვილი, თეიმურაზ შარაშენიძე
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი ყარაბაღის გამო მიმდინარეობს. შეიარაღებული და სისხლისმღვრელი დაპირისპირება ამ ქვეყნების მიერ სხვადასხვა დროს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო – მე-20 საუკუნის დასაწყისშიც და დასასრულსაც.
ყარაბაღი, რომელსაც სომხები არწახს უწოდებენ, საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანის ნაწილია. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ცხოვრობენ სომხები და აზერბაიჯანელები.