სამშვიდობო კონფერენცია შვეიცარიაში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით – მერაბ ანთაძე, გიორგი ყარალაშვილი
შვეიცარიის მთავრობამ მ.წ. 10 აპრილს დაადასტურა, რომ 2024 წლის 15-16 ივნისს შვეიცარიის სამთო კურორტ ბიურგენშტოკში გაიმართება “მსოფლიო გლობალური სამიტი”, რომელზეც მონაწილეები იმსჯელებენ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი მოწესრიგების შესახებ და საბაზისო დოკუმენტად განიხილავენ ე.წ. “ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას”.
გადაწყვეტილება უკრაინის ომთან დაკავშირებით მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის შვეიცარიაში ჩატარების შესახებ მიღწეული იქნა 2024 წლის 15 იანვარს, ფედერალური საბჭოს მინისტრის (შვეიცარიის მინისტრთა კაბინეტი), ვიოლა ამერდისა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრისას ქ. ბერნში.