რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები და საომარი მოქმედებების შესაძლო განვითარების სცენარები – მერაბ ანთაძე, გიორგი ყარალაშვილი
2022 წლის 22 აგვისტოს ანალიტიკურ ბარათში – ’’რუსეთის რევიზიონისტური საგარეო პოლიტიკის ევოლუცია დასავლეთთან ურთიერთობების ფონზე: განმაპირობებელი ფაქტორები და სამომავლო საფრთხეები’’1 – ჩვენ გაგიზიარეთ მოსაზრებები, რუსეთის იმპერიული ამბიციების, მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციისა და უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის გაჩაღების წინაპირობების შესახებ.
წარმოდგენილ ანალიტიკურ ბარათში მიმოვიხილავთ 2022 წლის 23 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში მიმდინარე ფართომაშტაბიანი ომის ქრონოლოგიას და გაგაცნობთ მოსაზრებებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება აისახოს რუსეთისა და უკრაინის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საომარი მოქმედებების სხვადასხვა სცენარით განვითარება.