„სამხრეთ კავკასია საგარეო ვაჭრობის განზომილებაში“ – მიხეილ უკლება და მამუკა ციხელაშვილი
დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, კასპიისა და შავ ზღვას შორის განლაგებული სტრატეგიული მდებარეობის რეგიონში შექმნილმა ახალმა რეალობამ ხელი შეუწყო აზერბაიჯან-სომხეთის და თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის დაწყების პროცესს, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა მისცეს რეგიონულ განვითარებას ყველა მიმართულებით, მათ შორის საგარეო ვაჭრობის განვითარების კუთხითაც. ყოველივე ზემოაღნიშნულს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის არსებობს უდიდესი სავაჭრო პოტენციალი: მეზობელი ქვეყნები (თურქეთი, რუსეთი, ირანი – 300 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით), ევროპის 50 ქვეყანა – 750,3 მლნ მოსახლეობით, მათ შორის ევროკავშირის 27 ქვეყანა- 448,0 მლნ მოსახლეობით, ცენტრალური აზიის ქვეყნები (74,1 მლნ მოსახლეობით), ჩინეთი -1 439,3 მლნ მოსახლეობით , შუა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და სხვ. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო ვაჭრობის განვითარების პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ მიერ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მესამე ქვეყნების წინაშე აღებული ვალდებულებები, კერძოდ: