სასწავლო პროგრამები

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი, სასწავლო პროგრამებს სამი მიმართულებით გთავაზობთ: დიპლომატებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის და სხვა დაინტერესებული მსმენელისთვის.

ინსტიტუტის მთავარი ამოცანაა ქართველი დიპლომატებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების უზრუნველყოფა. შესაბამისად, ინსტიტუტის თანამშრომლები მუდმივად ქმნიან საჭიროებებზე მორგებულ, სწავლების თანამედროვე მეთოდიკაზე დაფუძნებულ პროგრამებსა და კურსებს.

დიპლომატიური ინსტიტუტი სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ფართო აუდიტორიაზე გათვლილ სასწავლო პროგრამებს. ლექციებსა და სემინარებს უძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები.

კომერციული კურსები

250 ₾

რეგისტრაცია  24/10/2022 – 03/11/2022
დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი

კომერციული კურსები

დიპლომატიური პროტოკოლი
და ეტიკეტი

კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი
კურსის ღირებულება: 
კურსის აღწერა: რას ნიშნავს დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი, რა მიზანი და ამოცანა აქვს მათ სწორად შესრულებას – ამ ყველაფერს ჩვენი კურსის განმავლობაში მოისმენთ.
გაიგე მეტი

დიდი სახელმწიფოების
საგარეო პოლიტიკა

კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი
კურსის ღირებულება: 
კურსის აღწერა: კურსი „დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა“ საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო-პოლიტიკურ კურსებს.
გაიგე მეტი

ახლო აღმოსავლეთი: დაუსრულებელი
კონფლიქტის ანატომია

კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი
კურსის ღირებულება: 
კურსის აღწერა: ეს კურსი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და მათი რთული პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებული აუდიტორიისთვისაა.
გაიგე მეტი

კურსის აღწერა
რას ნიშნავს დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი, რა მიზანი და ამოცანა აქვს მათ სწორად შესრულებას – ამ ყველაფერს ჩვენი კურსის განმავლობაში მოისმენთ. 1961 წლის ვენის კონვენციიდან დაწყებული, საქართველოში პროტოკოლის ისტორიასაც გაივლით და სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლიკის არსსა და მნიშვნელობაზე ლექციას, საინტერესო პარალელებითა და ისტორიული კვეთებით მოისმენთ. ამას გარდა, აუცილებლად ისწავლით, თუ რა არის საჭირო ოფიციალური ვიზიტების დროს და რამდენ კატეგორიად იყოფა ისინი, როგორ უნდა შეადგინოთ კულტურული პროგრამა ანდა გაუძღვეთ ისეთ ოფიციალურ სადილებს, სადაც სპეციალურად შედგენილი მენიუთი, დიდი ხნით აალაპარაკებთ მოწვეულ სტუმრებს. კურსის განმავლობაში, თქვენ ისწავლით, თუ როგორ დაგეგმოთ დიდი მასშტაბის სახელმწიფოებრივი ფორმატის ღონისძიებები, თავისი დაცვის სისტემებითა და სააკრედიტაციო ფორმებით. გეცოდინებათ, რას ნიშნავს საპროტოკოლო საჩუქარი და როგორია ყოველდღიური ურთიერთობის ეტიკეტი.
კურსამთავრებულს ეცოდინება:
დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის წარმოშობის ისტორია, მისი მნიშვნელობა და ამოცანები – ოფიციალური ვიზიტების დაგეგმვა ეტიკეტის შესაბამისად – ყოველდღიური ურთიერთობის ეტიკეტი – დრესკოდისა და კვების ეტიკეტი – კულტურული პროგრამის დაგეგმვა.

კურსის აღწერა
კურსი „დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკა“ საშუალებას გაძლევთ, გაეცნოთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო-პოლიტიკურ კურსებს. როგორი იყო აშშ-ის, ჩინეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო პოლიტიკა ისტორიის განმავლობაში და როგორია ახლა, დღევანდელობაში. კურსის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ სხვადასხვა მნიშვნელოვან თეორიას საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სფეროებიდან, თუკიდიდედან ფუკუიამამდე; გაიგოთ ყველა იმ მეთოდისა და სტრატეგიის შესახებ, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო არენაზე ეს მთავარი მოთამაშეები თავიანთი პოზიციების შენარჩუნებასა და მათ წინ წამოწევას ცდილობენ.

კურსის ხელმძღვანელი: კახი ქენქაძე, ჰარვარდის უნივერსიტეტის ვეზერჰედის სახელობის საერთაშორისო საქმეების ცენტრის მეცნიერ-მკვლევარი.

კურსდამთავრებულს ეცოდინება:

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგარეო პოლიტიკა – მათი ისტორიული ასპექტები და დღევანდელი მიზნები – საგარეო პოლიტიკის მართვის მეთოდები და სტრატეგიები – დიპლომატიის როლი საგარეო პოლიტიკაში.

კურსის აღწერა
ეს კურსი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და მათი რთული პოლიტიკური ცხოვრებით დაინტერესებული აუდიტორიისთვისაა. კურსის განმავლობაში საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორია სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთი, როგორც რეგიონი, თავისი გეოგრაფიულ-ისტორიული და ეკონომიკური მახასიათებლებით. დიდი მნიშვნელობა დაეთმობა ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის ისტორიას და იმ შიდა ფაქტორებს, რომელმაც გავლენა იქონია ამ უსასრულო კონფლიქტზე. მიმოვიხილავთ იმას, თუ რა გავლენა აქვს დღეს „არაბულ გაზაფხულს“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე და, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით სირიის სამოქალაქო ომს, ქურთების საკითხს და ვერც რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს.

კურსდამთავრებულს ეცოდინება:

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია – ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხთა შიდა პოლიტიკა – ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის ისტორია და შიდა ფაქტორები – „არაბული გაზაფხული“ და მისი გავლენა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე.

Go to Top