საქართველო და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებების ფონზე -მიხეილ უკლება, მამუკა ციხელაშვილი

აბსტრაქტი: სტატია განიხილავს საქართველოს შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს ვაჭრობის, ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებებით დღესდღეობით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებების ფონზე. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს არსებული პოტენციალი და პერსპექტივები აღნიშნული დარგების მიხედვით, რაც იძლევა გარკვეულ წარმოდგენას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, მათ შორის რეგიონული განვითარების კუთხითაც.