ანალიტიკური სტატიები

რუსეთ-უკრაინის ომის გრძელვადიანი დაპირისპირების ფაზაში გადასვლისა და ღაზა (ჰამას) – ისრაელის ომის ფართომასშტაბიან რეგიონალურ კონფლიქტში გადაზრდის პერსპექტივები – მერაბ ანთაძე, გიორგი ყარალაშვილი

2023 წლის 24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წლისთავზე — მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედროებმა მოიგერიეს რუსეთის ჯარის მასირებული შეტევები კიევისა და ხარკოვის მიმართულებით და დასავლელი პარტნიორებისგან მიღებული იარაღის მეშვეობით შეძლეს რუსების მიერ ომის საწყის ეტაპზე დაკავებული სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქებიდან და რეგიონებიდან მათი უკუგდება — გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ უკრაინის სამხედრო ძალები 2023 წლის გაზაფხულის ბოლოს გადავიდოდნენ ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე, რომლის შედეგად კიევი აღადგენდა კონტროლს მდინარე დნეპრსა და აზოვის ზღვას შორის მოქცეულ სანაპირო ზოლზე (ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი) და ხელშესახებ წარმატებას მიაღწევდნენ დონბასისა და ყირიმის მიმართულებებზე.

Go to Top