„რას შეიძლება ველოდოთ ნატოს მადრიდის სამიტისგან?“ – ნიკოლოზ რთველიაშვილი

ნატოს 2022 წლის მადრიდის სამიტი გაიმართება 29-30 ივნისს. სამიტი თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა ალიანსის საქმიანობაში, მარგამ დღევანდელ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, მით უმეტეს, რომ სამიტმა უნდა მიიღოს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მის მოღვაწეობას 2030-მდე განსაზღვრავს, ხოლო არსებული მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაცია მოითხოვს მისგან სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას გაფართოების ჩათვლით.

უნდა აღინიშნოს, რომ მადრიდის სამიტი მიმდინარე წელს რიგით უკვე მეორე სამიტი იქნება 24 მარტის ბრიუსელის საგანგებო სამიტის (Extraordinary Summit of NATO) შემდეგ, რომელიც მოიწვიეს ევროპაში უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების გამო და ძირითადად უკრაინაში რუსეთის აგრესიიდან მომდინარე საფრთხეებს დაეთმო.