ბაიდენი-პუტინის სამიტი ჟენევაში – სავარაუდო შედეგები- მერაბ ანთაძე

ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის 16 ივნისს, ჟენევაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები თუ პასუხგაუცემელი პრობლემური საკითხების ერთობლიობა, ცალსახად მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ – ბოლო ათწლეულების განმავლობაში – საფუძვლიანად მორყეული ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი, ფუნდამენტალური ცვლილებების ფაზაში იმყოფება და საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში, ახალი განზომილებების დამკვიდრებისა და ლეგალიზაციის ეტაპი დაიწყო.