
ვლადიმერ პუტინის სტატია – რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ -ანალიტიკური მიმოხილვა – გიორგი ყარალაშვილი
თანამედროვე ეტაპზე ევროპული უსაფრთხოების, შავი ზღვის რეგიონის ჩათვლით, მთავარ გამოწვევას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომი წარმოადგენს, რომელიც პერიოდულად ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადასვლის საფრთხეებს ქმნის (როგორც ახლო წარსულში, ასევე მომავალში). ამისი მთავარ მიზეზი, კი, რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის პრინციპული მიუღებლობაა.