სიახლეები
დაიწყო საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვის განკუთვნილი პროგრამა “საქართველოს შესახებ”
17 ოქტომბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში დაიწყო პროგრამა “ საქართველოს შესახებ”, რომელიც საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის მთავარი მიზანია, მონაწილეებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და ხელშესახები გავხადოთ მისი საუკუნოვანი კულტურა და ისტორია.
დიპლომატიურ ინსტიტუტსა და გაეროს მშვიდობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
10 ოქტომბერს დიპლომატიურ ინსტუტუტსა და გაეროს მშვიდობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
სპეციალური სემინარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეებისთვის
30 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეებისთვის გაიმართა სემინარი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”.
დაიწყო საზაფხულო დიპლომატიური სკოლის სპეციალური კურსი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”
28 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურმა ინსტიტუტმა დაიწყო საზაფხულო დიპლომატიური სკოლა სპეციალური კურსით -„საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“.
გამიართა შეხვედრა ინსტიტუტის მკვლევრებსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ცენტრალური აზიის ოფისის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის
16 ივნისს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ინსტიტუტის ელჩ მკვლევრებსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ცენტრალური აზიის ოფისის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის.
დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი რიგით მესამე კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”
23 მაისს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი რიგით მესამე კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები,” რომლის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება და უწყებებს შორის კოორდინირებული, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.
ლევან იზორიას წიგნის “თავისუფლება – პროცესი თავისუფლებისთვის” პრეზენტაცია
20 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას წიგნის „თავისუფლება - პროცესი სამართლიანობისთვის“ პრეზენტაცია.
საქართველო – გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ჰანს – დირიხ გენშერის ვიზიტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
2022 წლის 13 აპრილს აღვნიშნავთ გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს 13 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტისა და Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი ორგანიზებით
ონლაინ პრეზენტაცია თემაზე “სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში (ინდექსები, რეიტინგები)”
12 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ, მამუკა ციხელაშვილმა და პროგრამების კოორდინატორმა ნუკრი თავაძემ წარადგინეს მათ მიერ მომზადებული ანალიტიკური პუბლიკაცია "სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში (ინდექსები, რეიტინგები)".