გამიართა შეხვედრა ინსტიტუტის მკვლევრებსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ცენტრალური აზიის ოფისის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის
16 ივნისს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ინსტიტუტის ელჩ მკვლევრებსა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ცენტრალური აზიის ოფისის ახალგაზრდა მკვლევრებს შორის.
მონაწილეებს მიესალმნენ დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინა დახუნდარიძე და აზიისა და წყნარი ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ნალბანდოვი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
- საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები
- ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები (პოლიტიკურ-ეკონომიკური განზომილება)
- რეგიონში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები
დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრებმა წარმოადგინეს რეგიონში თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებული ანალიტიკური ბარათები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.