დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი რიგით მესამე კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”

23 მაისს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით დაიწყო საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი რიგით მესამე კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები,” რომლის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებსა და საგარეო საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარება და უწყებებს შორის კოორდინირებული, მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობა.

სალექციო კურსი გახსნეს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრებმა, ელჩებმა გიორგი ყარალაშვილმა და მიხეილ უკლებამ, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოს დიპლომატიის ისტორიის შესახებ. კურსი შედგება 7 შეხვედრისგან, რომლის ფარგლებშიც ლექციებს ჩაატარებენ დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები.