დიპლომატიურ ინსტიტუტსა და გაეროს მშვიდობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
10 ოქტომბერს დიპლომატიურ ინსტუტუტსა და გაეროს მშვიდობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ირინე დახუნდარიძემ და ჟენევაში გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაეროს მშვიდობის უნივერსიტეტის მუდმივმა დამკვირვებელიმა, ელჩმა დავიდ ფერნანდეს პუიანამ, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში რეგიონული ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დავიდ ფერნანდეს პუიანამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და დიპლომატიური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა დიპლომატიურ ინსტიტუტში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია, თემაზე – ,,დიპლომატია და მულტილატერალიზმი“.