დაიწყო საზაფხულო დიპლომატიური სკოლის სპეციალური კურსი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”
28 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომატიურმა ინსტიტუტმა დაიწყო საზაფხულო დიპლომატიური სკოლა სპეციალური კურსით -„საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“. კურსი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და სხვა.
კურსის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობებითა და საქართველოს საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ანალიტიკური ნაშრომების გაზიარება.
კურსს უძღვებიან დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩები.
საზაფხულო დიპლომატიური სკოლა გახსნა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.
საზაფხულო დიპლომატიური სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.