სპეციალური სემინარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეებისთვის
30 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო მოხელეებისთვის გაიმართა სემინარი “საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები”. სემინარის მიზანია საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება და უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
სემინარს უძღვებოდნენ დიპლომატიური ინსიტუტის მკვლევარები,ელჩები მიხეილ უკლება, მერაბ ანთაძე, ნიკოლოზ რთველიაშვილი, გიორგი ყარალაშვილი და თეიმურაზ შარაშენიძე.