ლევან იზორიას წიგნის “თავისუფლება – პროცესი თავისუფლებისთვის” პრეზენტაცია

20 აპრილს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლევან იზორიას წიგნის „თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის“ პრეზენტაცია.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორმა, ირინა დახუნდარიძემ. წიგნის შესახებ ვრცლად ისაუბრა დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ. წიგნი წარადგინა თავად ავტორმა, ლევან იზორიამ.

ავტორი მკითხველს თავისუფლების პრინციპის ახალ, ორიგინალური მიდგომას სთავაზობს – იგი თავისუფლებას აფასებს, როგორც სამართლიანობისკენ სწრაფვის მუდმივ პროცესს. წიგნში საუბარია დემოკრატიული და ავტორიტარული სახელმწიფოების მეტოქეობასა და შესაბამისად, პასუხისმგებლობისა და უპასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და უსამართლობლის დაპირისპირებაზე. წიგნში გაანალიზებულია ის თუ, რატომ არის თავისუფლება ჩვენი ისტორიული არჩევანი და რა პასუხისმგებლობას აკისრებს თავისუფლება თითოეულ ჩვენგანს.

„ადამიანის ღირსება განუყოფელია, არ შეიძლება მისი განსაზღვრა დიფერენცირებულად, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, თუ სხვა საზოგადოებრივი ცხოვრების ცალკეული სფეროს კრიტერიუმებით. ადამიანი საზოგადოების წევრია და მისი თავისუფლებისა და განვითარების საზომი, საზოგადოებაში, როგორც მთელში, მისივე ღირსეული და თავისუფალი ცხოვრება უნდა იყოს“ – ამონარიდი წიგნიდან “თავისუფლება – პროცესი სამართლიანობისთვის“.