დაიწყო საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვის განკუთვნილი პროგრამა “საქართველოს შესახებ”
17 ოქტომბერს დიპლომატიურ ინსტიტუტში დაიწყო პროგრამა “ საქართველოს შესახებ”, რომელიც საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამის მთავარი მიზანია, მონაწილეებს უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა და ხელშესახები გავხადოთ მისი საუკუნოვანი კულტურა და ისტორია.
პირველი შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს ევროპული წარსულის თემატიკას, რომლის შესახებ ისაუბრა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ლევან გიგინეიშვილმა. მონაწილეებს მიესალმა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინა დახუნდარიძე.