ონლაინ პრეზენტაცია თემაზე “სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში (ინდექსები, რეიტინგები)”

12 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ, მამუკა ციხელაშვილმა და პროგრამების კოორდინატორმა ნუკრი თავაძემ წარადგინეს მათ მიერ მომზადებული ანალიტიკური პუბლიკაცია “სამხრეთ კავკასია გლობალურ მონაცემთა რაკურსში (ინდექსები, რეიტინგები)”.

პუბლიკაციაში წარმოდგენილი რეიტინგებით და ინდექსებით შეფასდა, თუ რა ადგილი უჭირავთ დღეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გლობალურ სამყაროში პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო, სამეცნიერო, კულტურული და სხვა განზომილებებით.

შეხვედრას მოდერატორობა გაუწია დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა.

ონლაინ შეხვედრა გახსნა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ელენე ჯიბლაძემ, ხოლო მონაწილეებს მიესალმა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ნოშრევან ლომთათიძე.