2005-2008 და 2015-2021 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა, ხოლო 2008-2009 წლებში იყო ამავე დეპარტამენტის დირექტორი. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ორგანიზაციულ განვითარებას, შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემის შემუშავებასა და დანერგვას, პროფესიულ განვითარებას, როტაციის მექანიზმის გაუმჯობესებას, სამოტივაციო სქემის შემუშავებას, მონაცემის ბაზების დახვეწას, HR პოლიტიკისა და ინსტიტუციურ განვითარებას. აქვს დონორ ორგანიზაციებთან მუშაობისა და პროექტების მართვის ხანგძლივი გამოცდილება.