ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
თამარ ბასილიას საჯარი სექტორში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს. 1997-2005 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის 2002-2005 წწ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად. მინიჭებული აქვს უმცროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი;
2006-2018 წლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა;
2018-2019 წლებში გახლდათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
2019-2021 წლებში იყო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
2021 წლიდან თამარ ბასილია დიპლომატიური ინსტიტუტის ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების სპეციალისტია.