თამარ მანგოშვილი დიპლომატიურ ინსტიტუტში 2015-2021 წლებში მუშაობდა სასწავლო პროგრამების სპეციალისტის პოზიციაზე. 2023 წლის 1 სექტემბრიდან იგი დიპლომატიურ ინსტიტუტს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე შემოუერთდა.
2014 წლიდან თამარი თანამშრომლობდა როგორც კერძო, ასევე სხვადასხვა საჯარო უწყებებთან ადამიანური რესურსების მართვის, ზრდასრულთა სწავლების პრინციპების და მენტორინგის მიმართულებით.
თამარმა 2009-2015 წლებში მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიაში.
2019 წლიდან თამარი არის HR პროფესიონალთა ასოციაციის სრული წევრი, სერტიფიცირებული კარიერის კონსულტანტი, სერტიფიცირებული ექსპერტ-ტრენერი სამუშაო ადგილებზე მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის მიმართულებით.