საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
15 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის საგარეო უწყბებს შორის დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი და საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია ითანამშრომლებენ სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარების, ასევე, საერთო ინტერესის სფეროებში დიპლომატების, ექსპერტების, მკვლევარების გაცვლის გზით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.