დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის ვიზიტი უკრაინაში, ქ. კიევში

30 ნოემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ირინა დახუნდარიძე და მკვლევარი, ელჩი მიხეილ უკლება უკრაინაში, ქ. კიევში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, სუამის წევრი ქვეყნების დიპლომატიური აკადემიებისა და ინსტიტუტების დირექტორების შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის, აქტივობების, პროექტებისა და ინიციატივების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რაც ხელს შეუწყობს წევრი ქვეყნების დიპლომატებისვის სხვადასხვა განმავითარებელი შესაძლებლობების შეთავაზებას.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, 1 დეკემბერს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი, ირინა დახუნდარიძე, სამხრივი ინიციატივის ფარგლებში, ასევე დაესწრო აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისა და შავის ზღვის რეგიონის ქვეყნების დიპლომატიური აკადემიების/ინსტიტუტების დირექტორების შეხვედრას, რომელსაც უკრაინის დიპლომატიურმა აკადემიამ უმასპინძლა.

შეხვედრის შედეგად მხარეებმა (აზერბაიჯანი, საქართველო, ესტონეთი, მოლდოვა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა) იმსჯელეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე შავი ზღვის რეგიონის განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. დიპლომატიური აკადემიების და ინსტიტუტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და დიპლომატებისთვის აქტუალურ თემებზე ტრენინგების ჩატარებაზე.