4 აპრილს დიპლომატიურმა ინსტიტუტმა ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც სტუდენტებს ინსტიტუტის საქმიანობა გააცნო და ასევე მოდერაცია გაუწია შემდგომ დისკუსიას.

შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსმა, ხათუნა ოყროშიძემ საქართველოს და შვედეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა. ევროკავშირის გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ პარტნიორობის, ევროკავშირთან პოლიტიკის დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ნელი შიოლაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსმა, ვერა ხაჯალიამ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმოიხილეს. უკანასკნელი პანელი საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას დაეთმო, რომელზეც ვრცლად ისაუბრა ევროპის დეპარტამენტის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის სამმსართველოს მრჩეველმა, თამუნა ცირეკიძემ.

შეხვედრის დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.

სტუდენტები საქართველოში ლუნდის საგარეო საქმეთა ასოციაციიის (The Association of Foreign Affairs in Lund (UPF)) მიერ ორგანიზებული ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.