სასწავლო პროგრამები საჯარო მოხლეებისთვის

ინსტიტუტი მუდმივად სთავაზობს საჯარო მოხელეებს საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სხვადასხვა სასწავლო კურსსა და ტრენინგს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები

სპეციალური კურსი „საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები“ საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მომუშავე საჯარო მოხელეებისათვის არის განკუთვნილი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორები და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები-ელჩები უძღვებიან.

სპეციალური კურსის მიზანია პროფესიული საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და მიმდინარე საერთაშორისო გამოწვევების შესახებ; ცნობიერების ამაღლება ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელოვანი ასპექტებთან დაკავშირებით მათ შორის: ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი, რუსეთის უკანონო ქმედებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება; საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები; არაღიარების პოლიტიკა, ეკონომიკური და კულტურული დიპლომატია, სამართლებრივი და საკონსულო საკითხები, კიბერუსაფრთხოება, დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი.

კურსის ხანგრძლივობა: 25 საათი