სასწავლო პროგრამები საჯარო მოხლეებისთვის

ინსტიტუტი მუდმივად სთავაზობს საჯარო მოხელეებს საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სხვადასხვა სასწავლო კურსსა და ტრენინგს.

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები

საჯარო მოხელეებისათვის განკუთვნილ ამ კურსში, არაერთი ელჩი და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელია ჩართული. ამ კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც საჯარო სამსახურში მყოფებმა, აუცილებლად უნდა იცოდეთ. ამიტომ, ამ კურსის შინაარსი ძალზედ მრავალფეროვანია და მისი მსვლელობისას, უამრავ დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ თემას შეეხებით: საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, ამ უკანასკნელის უკანონო ქმედებებითა და ოკუპირებული ტერიტორიებით; ჩვენი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლისა და მიგრაციის საკითხები; საერთაშორისო სამართლის აქტუალური თემები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი; საქართველოს ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან; საპარლამენტო თუ კულტურული დიპლომატია; დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი; კიბერუსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული თემები. და, რა თქმა უნდა, ამ მრავალფეროვან სალექციო კურსს, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 1918-1921 წლების დიპლომატიით დაიწყებთ.

კურსის ხანგრძლივობა: 60 საათი

კურსდამთავრებულს ეცოდინება:

ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და მისი პრიორიტეტები ◦ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხები ◦ საქართველო-რუსეთთან დაკავშირებული თემები ◦ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები ◦ დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი ◦ კულტურული დიპლომატია ◦ დიპლომატიის განვითარება საქართველოში.