ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის
17 აპრილს საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის დიპლომატების კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას დიპლომატების პროფესიული განვითარების მიმართულებით.