ტრენინგი თემაზე „ინკლუზიური სამშვიდობო პროცესები, მოლაპარაკებები და გენდერული პერსპექტივა“
25-27 აპრილს, კახეთში, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ინკლუზიური სამშვიდობო პროცესები, მოლაპარაკებები და გენდერული პერსპექტივა“.
ღონისძიება დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, თამარ მანგოშვილმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსმა, თამარ ლობჟანიძემ გახსნეს.
ტრენინგს უძღვებოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ნინო ბერიკაშვილი, ამავე დეპარტამენტის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ნატალია თოფჩიშვილი, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის პროექტების მენეჯერი, ხატია გოგებაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი, თამარ ლობჯანიძე და ქალების მშვიდობის და უსაფრთხოების პროექტის ანალიტიკოსი, მედეა გუგეშაშვილი.
ღონისძიება ჩატარდა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მიზნით საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, იმ საჯარო უწყებების თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესთან დაკავშირებულ თემატიკაზე.