ტრენინგ-მოდული საერთაშორისო უსაფრთხოების თემაზე
20-24 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ დამწყები დიპლომატებისთვის ჩაატარა სამდღიანი ტრენინგ-მოდული საერთაშორისო უსაფრთხოების თემაზე.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა და საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის სამომავლო პესპექტივები. პრაქტიკული ნაწილი დაეთმო სტრატეგიული დოკუმენტების შედარებით ანალიზსა და შეფასებას.