შეხვედრა თემაზე „რეგიონული თანამშრომლობა და ნდობის აღდგენა სამხრეთ კავკასიაში“

28 თებერვალს, დიპლომატიური ინსტიტუტისა და LINKS Europe-ის თანამშრომლობით, გაიმართა შეხვედრა თემაზე „რეგიონული თანამშრომლობა და ნდობის აღდგენა სამხრეთ კავკასიაში“.

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე ,,სამხრეთ კავკასიის ტურიზმის ინდუსტრიის და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ქსელების განვითარების შესაძლებლობები“, რომელსაც უძღვებოდნენ დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარები, ელჩები – მიხეილ უკლება და მამუკა ციხელაშვილი.

გაიმართა დისკუსია რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მერაბ ანთაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის , სომხეთისა და საქართველოს აკადემიური წრეებისა და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები.