შეხვედრა თემაზე ჩინეთის საგარეო პოლიტიკის გამოწვევები და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები

დამწყები დიპლომატების პროგრამის მონაწილეები საქართველოს ყოფილ ელჩს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს, არჩილ კალანდიას, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის სამხრეთ აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს უფროსს, დავით პიპინაშვილს და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარს, ელჩს, მიხეილ უკლებას შეხვდნენ. შეხვედრა დაეთმო ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევების განხილვას რეგიონული უსაფრთხოების, საერთაშორისო წესრიგის, აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების კონტექსტში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ეკონომიკურ ჭრილში.