შეხვედრა ცენტრალური აზიის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან
3 მაისს, დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევრებმა, ელჩებმა მიხეილ უკლებამ და გიორგი ყარალაშვილმა გამართეს შეხვედრა ცენტრალური აზიის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორთან, ელჩთან ჯავლონ ვახაბოვთან და ინსტიტუტის უფროს მკვლევართან, აზიზხან ნაზიროვთან. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.