შეხვედრა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან
22 ნოემბერს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ამერიკის უნივერსიტეტის ევროკავშირის პროგრამის სტუდენტებთან. აღნიშნული პროგრამის სტუდენტებს ინსტიტუტმა უკვე მეოთხედ უმასპინძლა.
შეხვედრა დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორის, ირინა დახუნდარიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც ასევე შემდგომ დისკუსიას მოდერაცია გაუწია.
პანელური დისკუსიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და უსაფრთხოების პოლიტიკა მიმოიხილეს. დასასრულს კითხვა-პასუხის სესია გაიმართა.