სემინარი – „დისტანციური მუშაობის კიბერ რისკები და კიბერ ჰიგიენა“

17 მარტს, დიპლომატიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე „დისტანციური მუშაობის კიბერ რისკები და კიბერ ჰიგიენა“. ლექციას უძღვებოდა ანდრია გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური ოფისისა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიების თანამშრომლები.