მრგვალი მაგიდა თემაზე „Rising Europe – A New Centre of Gravity“
დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მამუკა ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტის ფორუმის – „ახალი ევროპული არქიტექტურა“ ფარგლებში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე „Rising Europe – A New Centre of Gravity“, რომელიც ბუქარესტში ჩატადა.
მამუკა ციხელაშვილმა ღონისძიების ერთ-ერთ პანელზე „A New European Architecture – in partnership with the Economist Impact Events“ გააკეთა მოხსენება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობის თაობაზე. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი ეკატერინე დუგლაძე.
ღონისძიება ჩატარდა რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის ეგიდით და მასში მონაწილეობდნენ ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო წრეების, ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.