ლექცია თემაზე “ფილიპინების საგარეო პოლიტიკის წინსვლის ხელშეწყობა ეროვნული ინტერესების შესაბამისად“
31 ოქტომბერს, დიპლომატიურ ინსტიტუტში, ფილიპინების საგარეო საქმეთა მდივნის მოადგილის, მარია ტერეზა ლაზაროს ლექცია ჩატარდა თემაზე: “ფილიპინების საგარეო პოლიტიკის წინსვლის ხელშეწყობა ეროვნული ინტერესების შესაბამისად“.
ლექცია ინსტიტუტის დირექტორის, ირინე დახუნდარიძის და აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის, ალექსანდრე ნალბანდოვის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
ლექციას ესწრებოდნენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.
ლექციის ფარგლებში მარია ტერეზა ლაზარომ ისაუბრა ფილიპინების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტზე, მათ შორის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობასა და როლზე.
ლექციის დასასრულს დისკუსია გაიმართა და მარია ტერეზა ლაზარომ დიპლომატებისა და სტუდენტების კითხვებს უპასუხა.