ლექცია სომხეთის დიპლომატიური სკოლის პროგრამის – „სამხრეთ კავკასია: რეალიები, გამოწვევები და პერსპექტივები“ – ფარგლებში

3 აპრილს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ზურაბ დვალიშვილმა, სომხეთის დიპლომატიური სკოლის მოწვევით, ქ. ერევანში წაიკითხა ლექცია პროგრამის – „სამხრეთ კავკასია: რეალიები, გამოწვევები და პერსპექტივები“ – ფარგლებში.

პროგრამა განკუთვნილია დამწყები დიპლომატებისათვის სხვადასხვა ქვეყნიდან. ზურაბ დვალიშვილის ლექცია დაეთმო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პერსპექტივის მიმოხილვას.