კვლევის პრეზენტაცია

18 მარტს, დიპლომატიურ ინსტიტუტში, გაიმართა პროექტის – „საქართველოში ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მშვიდობის მშენებლობისათვის, ისევე როგორც შესაძლო კრიზისის დაძლევაში მხარდაჭერა“ ფარგლებში, 2019-2020 წწ. ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. პრეზენტაციას უძღვებოდა ლაშა ტუღუში, ორგანიზაცია ,,ლიბერალური აკადემია თბილისის“ ხელმძღვანელი და მკვლევარი. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.