კურსის ,,საქართველოს შესახებ“ დასკვნითი ღონისძიება
20 ივნისს, საქართველოს შესახებ მონაწილეებმა საქართველოს გასტრონომიული მუზეუმი მოინახულეს. ტურის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს კულინარიულ მასტერკლასში და დააგემოვნეს ქართული ისტორიული კერძები. ეს იყო პროგრამის დასკვნითი ღონისძიება. კურსი 19 მაისს დაიწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებულმა უცხოელმა დიპლომატებმა და საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა.