დიპლომატიურ ინსტიტუტში დამწყები დიპლომატების პროგრამა დაიწყო
15 აპრილს დამწყები დიპლომატების პროგრამა დიპლომატიური ინსტიტუტის სასწავლო პროგრამების სპეციალისტების, მაკა მაღრაძისა და ქეთევან სხილაძის ვორკშოპით გაიხსნა.
ვორკშოპი განახლებული პროგრამისა და შეფასების სისტემის განხილვას დაეთმო.
პროგრამა, რომელიც 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს მონაწილეთათვის იმ პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, რომელიც აუცილებელია დიპლომატიურ სამსახურში მათი საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისა და კარიერული წისვლისთვის.